13:18 | 2021-10-04 ავტორი: Prime Time

ევაკუაცია ქუთაისში – სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

ევაკუაცია ქუთაისში – სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ევაკუაცია გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი მაღაზიაში დანთებული სანთლიდან გაჩნდა, ასევე ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სადენებს გაუჩნდა.

 

ადგილზე მეხანძრე – მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X