
150 მილიონო ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლოების დახმარებას კოვიდ პანდემიასთან გამკლავებაში, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟულიენ კრამპიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ითვალსიწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი.
„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან. ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო, იმ შემთხვევაში თუ კი საქართველო შესრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახამრების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო. 150 მილიონო ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლოების დახმარებას კოვიდ პანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხმები საქართველოს მოქალაქების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. ევროკავშირი ითვალსიწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა, საქართველოს ხელისფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს ავღნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფნანსური დახმარების პირობა და კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული, თანაბარი პირობები კანდიდატისთვის, ასევე არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას. მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები, ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედაიციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.
ევროკავშირი მოიწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოს მოქალქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შესახებ შეტანხმების შესაბამისად ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე,“ – აცხადებს ჟულიენ კრამპი.
მნიშვნელოვანი სიახლეები:
ასევე დაგაინტერესებთ:






















