
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმის ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
“მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს”, – წერს კარ ჰარცელი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან სამი არასრულწლოვანია. მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი ამ დრომდე განაგრძობს კლინიკაში მკურნალობას, ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.






















