
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქართველ ერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
დელეგაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში, საერთო ევროპულ ღირებულებებზე და 1918 წელს მოპოვებულ დამოუკიდებლობაზეა საუბარი.
წარსულის მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველოს, რათა ევროპაში კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, რითაც გამოწვევებს ვუმკლავდებით.
დღეს არსებულ რთულ მომენტში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და აჩვენეს, თუ რას ნიშნავს ეს მეგობრობა, – წერს კარლ ჰარცელი.























