
ევროკავშირი 27 ქვეყნისთვის 300 მილიონ Covid-19-ის ვაქცინას ყიდულობს. ამის თაობაზე ორ კომპანიასთან შეთანხმება დადო – ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” გთავაზობთ:
“ევროკავშირის წარმოამდგენლობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეთანხმება Pfizer-სა და BioNTech-თან გააფორმა Covid-19-ის ვაქცინის შეძენის შესახებ. კომპანიები ევროკავშირს 300 მილიონამდე დოზას მიაწვდიან.
Pfizer-ის განცხადების მიხედვით, BioNTech-ის შემუშავებულმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ 90%-ით ეფექტიანობა აჩვენა, ისინი ვაქცინის პირველი მწარმოებლები გახდნენ, რომლებმაც წარმატებული შუალედური მონაცემები კორონავირუსის ვაქცინის მასშტაბური კლინიკური გამოკვლევისას აჩვენეს.
ევროკავშირის გარიგების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყანა შეძლებს 200 მილიონ დოზას და კიდევ დამატებით, 100 მილიონს შეიძენს.” – ნათქვამია სტატიაში.























