16:18 | 2021-11-15 ავტორი: Prime Time

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

 

„ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

 

საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

 

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 


ასევე დაგაინტერესებთ: 

 

ოზურგეთში ავარიას ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა – ქალს ოთხი შვილი დარჩა

 

სიღნაღში ავტოავარიის დროს დაშავებული 4 ახალგაზრდადან, მესამე წუხელ გარდაიცვალა

 

„მენტალობას ვერ წაგვართმევთ“ – ლესბოსელი აქტივისტი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

 

გული მაქვს გახეთქვაზე – ნიკოლოზ სააკაშვილი

 

ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე – ნიკო კვარაცხელიას დედა

 

 

ავტორი: Prime Time

X