
ევროკავშირის მიერ ვიზების გაცემის ახალი წესები დღეიდან ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ხანმოკლე ვიზების გაცემის ახალი წესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 თებერვლიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიზანი ვიზების გაცემის გამარტივება, ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიის ცნობით, ცვლილებები მსოფლიოს 105 ქვეყანას შეეხო, რომლებსაც შენგენის ზონის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი დაწესებული აქვს.






















