
საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს ევროკომისია გამოუყოფს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების დახმარების შესახებ, ცნობილი ევროკომისიის ონლაინ ბრიფინგზე გახდა.
ქვეყნები კორონავირუსის გამო არსებული სოციალურ – ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად დამატებით 700 მილიონ ევროს მიიღებენ.
ცნობილი ხდება, რომ ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც დაეხმარება და თავდაპირველი საჭიროებებისთვის 38 მილიონ ევროს, ხოლო შემდგომი კრიზისის დასაძლევად 374 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ასევე ნახეთ: „დიდი ოცეულის“ ქვეყნები გლობალური ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 5 ტრილიონ დოლარს გამოყოფენ






















