
ქუთაისა და გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოდან ევროპა წავიდა.
რა კურსი გვაქვს არ ვიცი. ევროპა საქართველოდან წავიდა და ევროპამ იკითხოს. ჩვენ კავკასიური რასა ვართ, ეს იციან საუკუნეების განმავლობაში
რაც შეეხება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხს, მეუფე იონაე აღნიშნავს, რომ ეკლესიის სამართლის მიხედვით მეუფე პეტრე დამნაშავეა.
სინოდის სხდომა როდის იქნება არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი. თქვენ ჩემზე მეტი იცით.
ეკლესიას აქვს თავისი სამართალი. საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს, რასაც დაადგენს სამართალი, იმის მიხედვით მოხდება.
თუ დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო. დამშვიდდა თუ არა არ ვიცი
გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთის საკითხს განიხილავენ.























