
„შვეიცარიის უმსხვილესი საცალო ქსელი „მიგროსი“ შეაჩერებს „მავრის თავის“ გაყიდვას, რასისტული ფონის გამო“, – იუწყება შვეიცარიული სატელევიზიო არხი, SRF.
ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსიების ტალღა გამოიწვია: სხვა კომპანიები განიხილავენ, მიბაძონ თუ არა „მიგროსს“, ხოლო ტკბილეულის შემქმნელს არ სურს სახელის შეცვლა და მასში რაიმე შეურაცხმყოფელს ვერ ხედავს.
როგორც ტელეარხმა განმარტა, „მავრი“ არის კანის მუქი შეფერილობის აღმნიშვნელი ძველი სიტყვა. ამასთან, არსებობს კიდევ ერთი აზრი ამ სიტყვის წარმოშობის შესახებ: ზოგს მიაჩნია, რომ იგი არის მსგავსი ჟღერადობის ძველი გერმანული სიტყვის – ღორის ინტერპეტაცია.
თავდაპირველად „მავრის თავი“ იყო ნამცხვარი, რომელიც მზადდებოდა კვერცხის თეთრი მასის ორი ნახევრის სახით, რომლებიც ჯემით იყო ერთმანეთზე შეწებებული და მუქ შოკოლადში ავლებდნენ.
გერმანულენოვან სივრცეში, ტკბილეულის სახელწოდებად „მავრის თავი“ პირველად ნახსენები იყო XIX საუკუნეში. ნამცხვარი ლაიფციგის ერთ-ერთი საკონდიტრო წარმოების გამოგონებადაა მიჩნეული და ამ დროს მათ არა „მავრის თავებს“, არამედ „ინდიელ დონატებს“ უწოდებდნენ.
უნდა ჩაითვალოს თუ არა „მავრის თავი“ რასისტულ სახელწოდებად? ამაზე მსჯელობა შვეიცარიულმა კომპანია Migros-მა წამოიწყო, რომელმაც გადაწყვიტა, აღარ შეიძინოს შესაბამისი დასახელების საკონდიტრო ნაწარმი და აღარ გაყიდოს თავის სუპერმარკეტების ქსელში. ბევრი ადამიანი იზიარებს კომპანიის პოზიციას და ამ კონცეფციას რასისტულად მიიჩნევს.
![]()
რაც შეეხება საკონდიტრო კომპანიას, ის არ აპირებს პროდუქტისთვის სახელის შეცვლას. მისი ხელმძღვანელი, რობერტ დუბლერი ამბობს, რომ სახელის შეცვლა არ გადაჭრის რასიზმის ფუნდამენტურ პრობლემას. იგი ამტკიცებს, რომ არ სურს, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს და პირიქით, ეს სახელწოდება რაღაც პოზიტივითაც კი გამოირჩევა.
„მიგროსმა“ Twitter- ზე კრიტიკის შემდეგ გადაწყვიტა, რომ „მავრის თავი“ ამოეღო მისი ასორტიმენტიდან. ახლა ამაზე სხვა კომპანიებიც ფიქრობენ. Volg და Spar ასევე გადახედავენ საკითხს და გადაწყვეტენ, სურთ თუ არა, გააგრძელონ „მავრის თავის“ გაყიდვა.
ახლა გამოჩნდა სხვადასხვა სახელები ნამცხვარ „მავრის თავისთვის“. ზოგიერთ გერმანულენოვან რეგიონში დაარქვეს „შოკოლადის კოცნა“ ან „შოკოლადის თავი“, ხოლო ინგლისურად, უბრალოდ, „ანგელოზის თავი“, – ამბობს შვეიცარიის სატელევიზიო არხი, SRF.






















