20:45 | 2020-04-01 ავტორი: Prime Time

ევროპიდან თბილისის მიმართულებით ორი დამატებითი ფრენა შესრულდება

ევროპიდან თბილისის მიმართულებით ორი დამატებითი ფრენა შესრულდება

10 და 12 აპრილს ევროპის ორი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენები შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრომ გაავრცელა.

 

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები.

 

„დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის შემდგომ, დამატებით, ორი მიმართულება: 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

 

აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X