16:42 | 2020-03-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში ჩატარდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო UEFA-მ.

 

თამაშები 2021 წლის, 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება. მოგვიანებით UEFA ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგის და 2019/2020 სეზონის ნაციონალური ჩემპიონატების შესახებაც გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

თავდაპირველად ჩემპიონატი 2020 წლის 12 ივნისს უნდა დაწყებულიყო. თამაშების გამართვა ევროპის 12 ქალაქში იგეგმებოდა.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X