
შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ ევროპის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციის რეჟიმშია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ის საზოგადოებას ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ის მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.
„როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას. ყველას მოგიწოდებთ, აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს, ოჯახებს, საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს და განსაკუთრებით ბატონ ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის“, – ამბობს ნანა ძაგნიძე.
Gepostet von Nana Dzagnidze am Sonntag, 15. März 2020






















