12:23 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს მესამე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ Moderna-ს მესამე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს მესამე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

 

„ევროპის წამლის სააგენტოს მედიკამენტების კომიტეტმა დაასკვნა, რომ Spikevax-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერული“ დოზის მიღება, შესაძლოა, 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის განიხილებოდეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

ფიქსირდება თუ არა საქართველოში რუსეთში გავრცელებული ახალი შტამი - რას ამბობს ამირან გამყრელიძე
2021-10-26ფიქსირდება თუ არა საქართველოში რუსეთში გავრცელებული ახალი შტამი - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

 

სააგენტოში განმარტავენ, რომ მესამე დოზით აცრა მეორე დოზის მიღებიდან 6-8 თვეში უნდა მოხდეს.

 

ცნობისთვის, ევროპის წამლის სააგენტო (European Medicines Agency EMA) იმედოვნებს, რომ ოქტომბრის ბოლოს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნებართვას დაუშვებს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X