
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც სანდო წყარომ სააგენტოს აცნობა, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მეტაპროლოლის ტარტრატი იპოვეს.
ახლა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, არის თუ არა აღნიშნული პრეპარატი გარდაცვლილის კუჭის მასაში და სისხლში. სწორედ ამ კითხვით მიმართა, წყაროს ინფორმაციით, ექსპერტიზას გამოძიებამ.
მედიკამენტის შესახებ:
მეტაპროლოლის ტარტრატი – ბეტა ადრენობლოკატორი( გულზე სისხლძარღვებზე მოქმედი საშუალება) – გამოიყენება წნევის მაერგულირებლად. ზედოზირებისას ვითარდება ჰიპოტენზია( წნევის დაცემა) გულის AV ბლოკადა( გამტარებლობის დარღვევა) გენერალიზორებული კრუნჩხვები. ზედოზირების დროს 20 წუთიდან 2 საათამდე.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.
პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები
- ეს ტრაგედია ოჯახს ცდება, ეს ქვეყნის ტრაგედიაა – გიორგი გახარია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უსამძიმრებს






















