15:43 | 2020-07-15 ავტორი: Prime Time

სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმა – „ნაცმოძრაობა“ თავის ლიდერს საქართველოში ელოდება?!

სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმა – „ნაცმოძრაობა“ თავის ლიდერს საქართველოში ელოდება?!

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი გახდეს.

 

როგორც პრაიმტაიმს“ უთხრეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსასვლელად ნაბიჯი გადადგას.

 

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, როცა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გადაწვეტილებას მიიღებს, აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას თავად მოახსენებს.

 

„მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და ასე იქნება მომავალშიც.მისი გადასაწყვეტია, როგორ ჩაერთვება ის ქართულ პოლიტიკაში. გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის.

 

მის მაგივრად ვერ გიპასუხებთ, ჩამოვა თუ არ ჩამოვა სააკაშვილი საქართველოში, ეს მისი გადასაწყვეტია. ის საქართველოში მაშინ ჩამოვა, როცა საჭიროდ ჩათვლის, რომ ის ქართველ ხალხთან ერთად უნდა იყოს. როცა საქართველოში ჩამოსვლის გადაწვეტილებას მიიღებს, ამის შესახებ თავად საჯაროდ იტყვის“,- განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ნაყოფიამ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ემზადება“.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X