
გორში ახალგაზრდა ქალი ქორწინების მიზნით მოიტაცეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, უმცროსი ძმის მოკვლით დაემუქრნენ და სახლიდან შანტაჟით გაიყვანეს. ქალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა დაზარალებულის ჩვენების დეტალები:
„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს. ამ ყველაფერს თან უძღვოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემეხო ხელით, მითხრა რომ ცხოვრებას დამინგრევდა და ჩემს პატარა ძმას მოკლავდა,” – აცხადებს ქალი.
მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ერთი პირი უკვე დააკავეს, ხოლო მეორე პირს ეძებენ.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















