
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძეს სოლოლაკის „რეზიდენციაში“ ესტუმრა. სტუმარ-მასპინძლობის ამსახველი ვიდეოკადრები ექსპერტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.
ჯანდაცვის მინისტრის მასპინძელმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა შეხვედრის მიზეზზე და გვითხრა, რომ საფრანგეთში წასვლა გადაიფიქრა.
„დღეს უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ გადავიფიქრე, ვრჩები დროებით. ჯანდაცვის მინისტრი, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე მესტუმრა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ როგორც პროფესიულ, ისე ზოგად თემებზე. ის ჩემთან მოვიდა როგორც მეგობარი. დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს. ერთმანეთს შეხედულებები და აზრები გავუზიარეთ“, – გვითხრა ფხაკაძემ.
ნახეთ ვიდეო ⇓
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები ნახეთ ამ ბულზე
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















