19:07 | 2020-05-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გიორგი ვაშაძე ხელისუფლების შეცვლას აანონსებს

გიორგი ვაშაძე ხელისუფლების შეცვლას აანონსებს

„პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე „პრაიმტაიმს“ დასავლეთის პოზიციასა და საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა.

 

როგორც მან განაცხადა, დასავლეთიდან 2020 წლის საარჩევნო კამპანიის პროცესში უპრეცენდენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩაერთვებიან.

 

„გარდა იმისა, რომ მმართველი პარტია დასავლური კრიტიკის ქარცეცხლშია და თითქმის ყოველდღიურად ხმაურიან წერილებსა იღებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მათ შორის აშშ „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ შესაძლებლობას, რომ ხელისუფლება მიიტაცოს.

 

ისინი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თითქმის ყოველდღიურად აკვირდებიან და ეს ჩართულობა კიდევ გაგრძელდება იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე მივიდეს და სამართლიანი საარჩევნო გარემო შეიქმნას.

 

დავაანონსებ – ხელისუფლების ცვლილების ყველა პირობა შექმნილი იქნება, რადგან ქართული დემოკრატის განვითარებისთვის ახლა, ხელისუფლების შეცვლა სჭირდება.

 

არის ასეთი ფრაზა: „დემოკრატიის განსამტკიცებლად აუცილებელია მინიმუმ ორჯერ შეიცვალოს ხელისუფლება“.

 

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ამომრჩევლის ხელშია. რაც ამომრჩევლის შეეხება ზეწოლას, დაშინებასა და მოსყიდვას,

 

ამის საწინააღმდეგოდ, უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩამოვლენ.

 

განსხვავებული იქნება შეფასებაცა და კონტროლის მექანიზმებიც იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი აღარ დაარღვიოს“. – ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გიორგი ვაშაძემ ექსკლუზიურად დასავლეთიდან კრიტიკული წერილებისა და ანგარიშების გამოქვეყნება დააანონსა მმართველი გუნდის წინააღმდეგ.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X