21:26 | 2020-07-27 ავტორი: თამთა თორდია

Exclusive: „მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს…“ – „პრაიმტაიმი“ გაჰყვა წერილს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მისულ ახალგაზრდამდე მიგვიყვანა

Exclusive: „მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს…“ – „პრაიმტაიმი“ გაჰყვა წერილს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მისულ ახალგაზრდამდე მიგვიყვანა

რამდენიმე წუთის წინ, საზარელი შემთხვევის განზრახვა გახდა ცნობილი.

 

„პრაიმტაიმის” ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, თვითმკვლელობის მცდელობამდე სოციალურ ქსელში, გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა:

Exclusive: „ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა... ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს!“
2020-07-15Exclusive: „ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა... ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს!“

 

 

“უკვე რაც თავი მახსოვს სულ ვცხოვრობ რაღაც დრამა სერიალში….მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს, შემზიზღდა მამა, რომელთანაც სულ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვარ…

 

მომბეზრდა ჯანმრთელობა, რომელიც აუტანელი ხდება დღითიდღე, ჯანმრთელობა რომელიც არ მაძლევს უფლებას ვიშოვო ნორმალური სამსახური, მომბეზრდა “მეგობრები ,,რომლებიც გიხსენებენ როცა რაღაც დღესასწაულია, მომბეზრდა მეგობრები რომლებიც გიყენებენ თავიანთი მიზნებისთვის, მომბეზრდა მეგობრები რომლებიც პირში გეფერებიან და ზურგს უკან გლანძღავენ

 

კარგად იყავით… მიყვარდით მთელი გულით, რასაც იტევდა, მაგრამ ამაოდ და ცალმხრივი არაფერი მინდა.” – წერდა თვითმკვლელობის მცდელობამდე. ამის შემდეგ, მალევე მეორე პოსტი და ფოტოები დადო:

 

“ძაან ბევრი დავლიე, იმედია იმოქმედებს. ნუ გული უკვე ამიჩქარდა…” – დაწერა, როცა ეგონა, რომ სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.

 

ეს პოსტები „პრაიმტაიმის” ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა შემთხვევით ნახა.

 

ჯერ მის ტელეფონზე სცადა დაკავშირება, თუმცა მამამ უპასუხა, არ ვიცი ჩემი შვილი სად არისო… ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში, მესინჯერში დაურეკა.

 

რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მან უპასუხა, მაგრამ მისამართი არ უთხრა, არ მინდა გადარჩენაო, თქვა. მიზეზად მამასთან უთანხმოება დაასახელა…

 

ამის შემდეგ, ჟურნალისტი შსს-ს უკავშირდება და საქმის ვითარებას აცნობს, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ მიუსწრებენ, ვინაიდან მისი ადგილ-მდებარეობა უცნობი იყო…

 

„შსს-ში ჩვენს კოლეგას, პრესსამსახურის თანამშრომელს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ სოციალურ ქსელში პოსტი ვნახე, ახალგაზრდა მამაკაცი გამოსამშვიდობებელ წერილს წერდა, მალევე მეორე პოსტი მოჰყვა – იმედია, წამლები იმოქმედებსო… მომენტალურად დავურეკე, მითხრა, შენ იცი რა მიზეზითაც ვემშვიდობები სიცოცხლეს, მამაჩემის მხრიდან ძალადობა არ სრულდება, მე კი ასეთი სიცოცხლე აღარ მინდაო. მისამართი არაფრით მითხრა.

 

შსს-ს წარმომადგენელმა დამამშვიდა – ოპერატიულად ვიმუშავებთო. მართალი გითხრათ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ორ წუთში ადგილზე გაემართებოდნენ… ზუსტად ამდენ დროში, დამირეკეს და მითხრეს – საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გზაში არიანო… მაშინ, ცოტა მოვეშვი, მაგრამ შიშმა ამიტანა – ვაი თუ ვერ მიუსწრონ და ახალგაზრდას გულმა ფეთქვა შეწყვიტოს მეთქი…

 

ისევ ხუთ წუთში დამირკეს და მითხრეს, გადაუდებელი დახმარება გაეწია, ახლაც ექიმების დაკვირვების ქვეშ არისო… მოკლედ, ასეთი დიდი სტრესის შემდეგ, მთავარი სიტყვა გავიგე – გადარჩა, გადაარჩინეს… შსს მადლობას ჩვენ გვიხდიდა, ჩვენ კი მათ სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის.

 

პოლიციამ და ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. მე კი “პრაიმტაიმის” მკითხველს ვპირდები, რომ უახლოეს დღეებში, როცა ის შოკიდან გამოვა და ცივი გონებით შეძლებს მომხარზე საუბარს, პირველები თქვენ გაიგებთ ჩვენს მიერ მომზადებული სტატიიდან, რას ნიშნავს სიკვდილს თვალებში უყურებდე და ამ დროს, მაშველად პოლიციელები და ექიმები გამოჩნდნენ, რას ნიშნავს მეორედ დაბადება და როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება.

 

ამ კითხვებს აუცილებლად ამ სტატიის მთავარი გმირი უპასუხებს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. ეს ამბავი სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა…” – ამბობს თორნიკე ყაჯრიშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X