18:32 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

Exclusive: თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში ჩაკეტეს?!

Exclusive: თბილისის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში ჩაკეტეს?!

ჩვენი  ინფორმაციით, კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს. გასაგები მიზეზით, მისამართს ვერ ვასახელებთ.

 

​როგორც „პრაიმტაიმს“ უყვებიან, ვირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელსაც უამრავ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

 

კორონავირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელიც ერთ-ერთ საჯარო სამსახურში მუშაობს. დაინფიცირების წყარო მისთვის უცნობია.

 

მან ვირუსი 95 წლის დედას და შვილს გადასდო. ასევე, შეხება ჰქონდა უამრავ ადამიანთან – იყო რამდენიმე მაღაზიაში, აფთიაქში, სამეზობლო წრეში.

 

უბანში ამბობენ, რომ კორპუსი ჩაკეტეს და მეზობლები კარანტინში გადაჰყავთ, რადგან ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა“, – გვიყვება ინფორმირებული პირი.

 

ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ - რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი
2020-05-28ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს N1 ჩოგანი დაკითხონ - რა ინფორმაციას ფლობს ჯოკოვიჩი

 

„პრაიმტაიმმა“ აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა.

 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, თუმცა, მაცხოვრებლების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.

 

„გუშინ ერთ-ერთი Covid-დადასტურებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ხვალაც გაგრძელდება.

 

კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, აღებულია სინჯები და ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი“, – გვითხრა გამყრელიძემ.

 

დღეისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 746 ადამიანს შეადგენს.

 

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 576, ხოლო გარდაცვლილი 12 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმში – 2966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 პაციენტი იმყოფება.

 

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა სამია.

ავტორი: Prime Time

X