17:49 | 2020-07-17 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Exclusive: ტიროდა იულია, რომ მელაპარაკებოდა – ინტერვიუ კაცთან, რომელიც მოსკოველი ქალბატონის ქართველი მამა აღმოჩნდა

Exclusive: ტიროდა იულია, რომ მელაპარაკებოდა – ინტერვიუ კაცთან, რომელიც მოსკოველი  ქალბატონის ქართველი მამა აღმოჩნდა

გუშინ „პრაიმტაიმი“ წერდა მოსკოველ ქალბატონზე, იულია ბოიცოვაზე, რომელიც საქართველოში მამას – ელგუჯა ფიფიას ეძებდა.

 

თუმცა, „პრაიმტაიმმა“ დაადგინა, რომ მამა იყო გვარად არა ფიფია, არამედ – ფაცია. მას ზუგდიდში მივაგენით და მამა-შვილი ერთმანეთს დავაკავშირეთ.

 

ელგუჯა ფიფიას მას შემდეგ ვთხოვეთ ინტერვიუ, როცა მამა-შვილს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.

 

Exclusive: მოსკოველმა ქალბატონმა 31 წლის შემდეგ მამა იპოვა - „პრაიმტაიმმა“ მას ზუგდიდში მიაგნო
2020-07-17Exclusive: მოსკოველმა ქალბატონმა 31 წლის შემდეგ მამა იპოვა - „პრაიმტაიმმა“ მას ზუგდიდში მიაგნო

 

– დღეს საოცარი დღეა, თქვენი წყალობით შვილი ვიპოვე, რომელსაც წლების განმავლობაში ვეძებდი და ვერსად მივაკვლიე. როდესაც „პრაიმტაიმში“ სტატია წავიკითხე, ამბავი ძალიან მეცნო და მივხვდი, რომ მე მეძებდა ჩემი უცნობი შვილი, მაგრამ იქ რამდენიმე უზუსტობა იყო. მოსკოვში ვიყავი ჩემს ბიძაშვილთან ერთად, რომელიც იყო გვარად ფიფია. მას იქ ჰყავდა მეგობარი ქალი, რომელთანაც გავიცანი იულიას დედა. ალბათ იფიქრეს, რომ მეც ფიფია ვიყავი. რამდენიმე ხნის განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა და დაფეხმძიმებულა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი.

 

დავბრუნდი საქართველოში და რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემი ბიძაშვილისგან, რომელიც იმ ხანად მოსკოვში ცხოვრობდა, მივიღე წერილი, სადაც ბავშვის სურათი იდო და მატყობინებდა, რომ ეს გოგონა იყო ჩემი შვილი.

 

მას ეს სურათი თავისი მეგობარი ქალის ალბომიდან მოუპარავს (ეს ქალი ახლა იულიას ნათლიაა) და ისე გამოგზავნა.

 

მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად
2020-07-16მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი ქართველ მამას ეძებს - ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად

 

ვადასტურებ იულიას ნათქვამს, რომ ნამდვილად მივაკითხე დედამისს, მაგრამ უარით გამომისტუმრა. მას მხოლოდ შვილი უნდოდა, ქმარი და ოჯახი – არა. ბავშვი გააჩინა და არც ის მოინდომა, რომ შვილთან ურთიერთობა მქონოდა.

 

მთელი ცხოვრება გულში მქონდა სინანულის გრძნობა, რომ შვილი მყავდა და არ ვიცოდი, სად იყო. ვეძებდი კიდეც, წლების განმავლობაში არ დამიყრია ფარ-ხმალი, მაგრამ უშედეგოდ.

 

სანამ თქვენ არ ჩაერიეთ ძებნის საქმეში, არაფერი გამოვიდა. უზომოდ ვარ გახარებული, ნათესავები მილოცავენ შვილის პოვნას და ყველას ძალიან გვიხარია. ჩემს შვილებსაც – ქალ-ვაჟი მყავს, იულიას გარდა და ჩემს მეუღლესაც. ძალიან კარგი მეუღლე მყავს, ძალიან სხვანაირი ადამიანია და ყოველთვის მომხრე იყო, რომ შვილი მეპოვა. ახლა ისიც ჩემთნ ერთად ხარობს.

 

ტიროდა იულია, რომ მელაპარაკებოდა. – სულ იმას მეუბნებოდნენ დედა და დედის ნათესავები, – შენ ჩვენი სისხლის არ ხარ, უცხო ტომელი ხარო და ახლა, როგორც იქნა, ჩემს სისხლსა და ხორცს მივაგენი და ჩემს ადამიანებთან ვიქნებიო.

 

 

ვიცი, რომ წარმატებული გოგოა, მაგრამ მეც ძლიერი ოჯახი მაქვს, იქით დავეხმარები, თუ საჭირო იქნება, მისი არაფერი მინდა, მთავარია, შვილი ვიპოვე. სადაა დასაკარგავი შვილები?  ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერებაა, 31 წლის მერე რომ შვილს პოულობ.

 

შემპირდნენ, რომ ძალიან მალე ჩამოვლენ და ვნახავ კიდეც. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემი გახარებისთვის.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X