
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ წმინდა სინოდის ყველა წევრი ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას მხარს დაუჭერს, თუ ასეთი საკითხი სინოდის სხდომაზე დღის წესრიგში ნამდვილად დადგა.
როგორც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ სააგენტოსთან ექსკლუზიურად განაცხადა, საკითხის დაყენების შემთხვევაში, თავად მომხრეა, რომ მეუფე პეტრე ეკლესიიდან განიკვეთოს.
“თუ დადგება საკითხი, რომ უნდა განიკვეთოს, უნდა მოხდეს მისი რჯულის კანონის, ყველაფრის… რასაც მთელი სინოდი დაუჭერს მხარს და რა თქმა უნდა, მეც დავუჭერ მხარს”, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
ინფორმაციისთვის, სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს, ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























