12:43 | 2021-01-07 ავტორი: Prime Time

ეზოდან სახლში შერბენა მოასწრო და გონება დაკარგა – საბედისწერო გასროლა

ეზოდან სახლში შერბენა მოასწრო და გონება დაკარგა – საბედისწერო გასროლა

საჩხერეში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 8 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ კისტის ტყვიამ იმსხვერპლა, სოფელში წინა დღეს ოჯახმა წაიყვანა.

 

ამ ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა - სალომეს 6 წლის შვილი დარჩა
2020-12-01ამ ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა - სალომეს 6 წლის შვილი დარჩა

 

ბავშვი მშობლებთან ერთად თბილისში, მუხიანის დასახლებაში ცხოვრობდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში თამაშის დროს მეორე არასრულწლოვანს კისტის ტყვია შემთხვევით გაუვარდა და გოგონას გულში მოხვდა.

 

მეზობლები ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც ბავშვმა მოასწრო, ეზოდან სახლში შერბენა იყო, რის შემდეგაც გონება დაკარგა. 8 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

ფაქტზე დაკავებული არავინაა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

 

ავტორი: Prime Time

X