
რამადანის თვის დასრულების აღსანიშნავად, ქალმა ტკბილეულის დასარიგებლად უბნის ბავშვები შეკრიბა, რა დროსაც მათ მანქანამ გადაუარა.
შემთხვევა აზერბაიჯანის ქალაქ მინგაჩევრში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლმა ქალმა ქმრის დაუკითხავად სახლიდან მანქანა გაიყვანა და მართვას სწავლობდა.
13 დაშავებული მეზობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქედან, 4 მძიმედ არის დაშავებული, მათ შორისაა 5 წლის ბავშვი.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.























