
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, არიან ისეთი პაციენტები, რომლებთანაც კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად ვირუსის ელიმინირება გაგრძლედა.
„ჩვენ ვიცით რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც კლინიკურ გამოჯანმრთელებასთან ერთად ვირუსის ელიმინირება გაგრძელდა. ერთი პაციენტი იყო, რომელთან 58 დღე მიმდინარეობდა მკურნალობა.
კლინიკური გამოვლინება თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს არ აქვს ინფექციურობის უნარი. იგი ვერ გახდება წყარო სხვისი დაინფიცირების, თუმცა ამას შესწავლა სჭირდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით: საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 475 ადამიანი.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:






















