
Facebook-ის აქციები 5%-ით გაუფასურდა ქსელზე გლობალური შეფერხების ფონზე, რასაც NASDAQ-ის ბირჟის მონაცემებიც ადასტურებს.
ამასთან ფასი შემცირდა Twitter (-6,7%); Alphabet (-2,7%), Amazon (-2,8%), Apple (-2,6%), Microsoft (-2,4%). აქციებზე.
ცნობისთვის, Facebook, Instagram და WhatsApp რამდენიმე საათია გათიშულია. როგორც ცნობილია, სამივე აპლიკაციას სწორედ Facebook-ი ფლობს. Downdetector-ი, საიტი, რომელიც თვალყურს ადევნებს ვებსაიტსა და სერვისებს, იუწყება, რომ აღნიშნული სოციალური ქსელები მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოშია გათიშული.























