14:08 | 2020-04-08 ავტორი: ანეტი მიქელაძე

Facebook-მა შექმნა აპლიკაცია, სადაც შეყვარებულებს „ინტიმური სივრცე“ ექნებათ

Facebook-მა შექმნა აპლიკაცია, სადაც შეყვარებულებს „ინტიმური სივრცე“ ექნებათ

კომპანია Facebook-მა აპლიკაცია Tuned შექმნა, რომელიც შეყვარებულ წყვილებზეა გათვილი. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

 

აპლიკაცია წყვილებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუგზავნონ ტექსტური შეტყობინებები, გაცვალონ მუსიკალური კომპოზიციები, შექმნან საერთო ფოტოალბომი და ა.შ.

 

Tuned-ის განმარტებაში წერია, რომ აპლიკაცია წყვილებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ „ინტიმური სივრცე“.

 

 

იმისათვის, რომ გაცვალოთ მუსიკა, საჭიროა თქვენი ექაუნთი სინქრონიზირებული იყოს Spotify-სთან. აპლიკაციის გადმოწერა უფასოა. რეგისტრაციისთვის მომხმარებელს არ სჭირდება Facebook-ზე რეგისტრაცია.

 

Tune-ი NPE (The New Product Experimentation) გუნდმა შექმნა, რომელმაც ადრე წარმოადგინა მიმების შექმნის სერვისი, რომელიც Pinterest-ს ჰგავდა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X