14:10 | 2021-07-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

„ფაიზერი“ შემოსულა, მითხარით, რა ვთქვი და რა არ მოხდა – გიორგი ფხაკაძე

„ფაიზერი“ შემოსულა, მითხარით, რა ვთქვი და რა არ მოხდა – გიორგი ფხაკაძე

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში „ფაიზერის“ შემოსვლას ეხმაურება.

 

როგორც ფხაკაძე ყველას მოუწოდებს დარეგისტრირდნენ ვაქცინაზე.

 

ფაიზერი შემოსულა. მეგობრებო, გაიხსენეთ, მე გითხარით, რომ ივლისში ფაიზერი იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში.

 

მითხარით, რა ვთქვი და რა არ შესრულდა ან არ მოხდა. გთხოვთ ერთ რამეს, ვიყოთ პოზიტიურები…

 

გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე ხალხმრავალ ადგილებში (აცრილები და არააცრილები, კოვიდ გადატანილები და კოვიდ ჯერ არგადატანილები)

 

მეგობრებო, დარეგისტრირდით ფაიზერის ვაქცინაზე… ეს ჩემი რჩევაა ჩემი მეგობრებისადმი“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში Pfizer-ი შემოვიდა. რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

თინა ხიდაშელი პოსტკოვიდური სინდრომი

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X