
ერთმა ადამიანმა იკითხა, რა უქენით ამ (ფაიზერს) ვაქცინას ვადა რომ გაუხანგრძლივეთ, წამოადუღეთო?! ნამდვილად არავის არაფერი წამოუდუღებია – ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაიზერის“ ვაქცინის ვადის გახანგრძლივებაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ბევრ მედიკამენტს წინასწარ მითითებული ვადა 50-დან 30%-მდე კომპანიას წინასწარ, ხელოვნურად აქვს შემცირებული. ეს ასეა, ფარმაკოლოგიის პრინციპი. ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ყველა ვაქცინა „ფაიზერის“ წარმოებიდან, ვადის სამი თვის გასვლის შემდგომ მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას 100 პროცენტით, შესაბამისად ვაქცინებს, რომლებსაც ვადა ვთქვათ 2021 წლის ნოემბრამდე ჰქონდათ – თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ.
რომელსაც იანვრამდე – მარტამდე, შესაბამისად ეს საკითხი თვითონ კომპანიამ და ამერიკულმა ყველაზე ძლიერმა მარეგულირებელმა გადაწყვიტეს და ჩვენი ქვეყანა ამას დაექვემდებარება, ამიტომ არავითარი ვაქცინის გაფუჭების საშიშროება აღარ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.























