14:45 | 2021-07-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის სატელეფონო რეგისტრაცია დაემატება. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი გაიმართა! - თამარ გაბუნია
2021-07-20ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი გაიმართა! - თამარ გაბუნია

 

„ფაიზერის“ რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება, განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება შესაძლებლობა, რომ მოგახსენოთ, როდის გვექნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ კიდევ თავიდან არ შეიქმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა.

 

საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმის, რომ საიტი იქნება სრულად გამართული და აღარ იქნება შეფერხებები, აქვს საკმაოდ მაღალი.

 

სატელეფონო რეგისტრაცია აუცილებლად დაემატება. დღეს სატელეფონო რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და „სინოფარმზე“ არის დამატებული, „ფაიზერზე“ არა, რადგან დოზები იყო შეზღუდული. როცა დიდი დოზები იქნება, აქაც დაემატება“ , – განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, მომავალი რეგისტრაციისთვის საიტი მოსახლეობისთვის გამართულია.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X