16:15 | 2021-11-05 ავტორი: Prime Time

„ფაიზერმა“ ჯოკერი შემოაგდო – მეცნიერება კოვიდზე იმარჯვებს

„ფაიზერმა“  ჯოკერი შემოაგდო – მეცნიერება კოვიდზე იმარჯვებს

ცდებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ექსპერიმენტული პრეპარატი ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და Covid-19-ისგან სიკვდილის რისკს 90%-ით. ამის შესახებ დასკვნები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ექსპერიმენტული აბი, რომელიც შექმნილია კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ წამლის ცდაში.

 

პენიტენციური სამსახური მე-12 დაწესებულებაში „სასწრაფოს“ ბრიგადის შესვლის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
2021-11-05პენიტენციური სამსახური მე-12 დაწესებულებაში „სასწრაფოს“ ბრიგადის შესვლის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

 

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ისინი საბოლოოდ შეძლებენ ადამიანებს შესთავაზონ აბები, რათა მათ სახლში მიიღონ იქამდე, სანამ კლინიკაში გადასაყვანები გახდებიან.

 

ე.წ.შუალედურმა ანალიზმა, რომელიც ჩატარდა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ით ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი შემცირდა 89%-ით, თუ პაციენტები საკმარისად სწრაფად დაინფიცირდებოდნენ, განაცხადა კომპანიამ.

 

„ეს მონაცემები აჩვენებს, რომ თუ მარეგულირებელი სააგენტოები დაამტკიცებენ, ჩვენს ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია გადაარჩინოს პაციენტის სიცოცხლე, შეამციროს COVID-19 ინფექციების სიმძიმე და აღმოფხვრას ათიდან ცხრა ჰოსპიტალიზაცია”, – თქვა ალბერტ ბურლამ, Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

მათი მკურნალობა პირველადი სიმპტომების გამოვლენიდან 3-5 დღეში დაიწყეს და 5 დღის განმავლობაში გააგრძელეს. იმ პაციენტებმა, რომლებმაც ადრე მიიღეს პრეპარატი, აჩვენეს ოდნავ უკეთესი შედეგები, რაც ხაზს უსვამს სწრაფი ტესტირებისა და მკურნალობის აუცილებლობას.

 

კომპანია ამბობს, რომ უფრო მეტ დეტალს გააზიარებენ რეცენზირებულ ნაშრომში, რომლის პრეზენტაციაც აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში შედგება.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ ეთრევით მიტინგებზე და ავრცელებთ ვირუსს… – გიორგი ფხაკაძე

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X