
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კიდევ ერთი ვაქცინაციის ცენტრის მოწყობა ლილოში იგეგმება. ვაქცინების ცენტრების არსებობის მიუხედავად, „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ხელმისწავდომობა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ტიკარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე ხელმისწავდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში . ხოლო ჩინური ვაქცინებით ვაქცინაცია მათ შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჰუალინგის მსგავსი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყობა ლილოშიც.
დაგაინტერესებთ ⇓






















