
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, Pfizer-ზე მოთხოვნა დიდია და მოსახლეობა ამ ვაქცინის ეფეტქურობას ენდობა.
„დღეს ყველა ადგილი შევსებულია და ყველა რეგიონში, შვიდივე დაწესებულება, სადაც დღეს შესაძლებელია, ჩატარდეს „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მთლიანადაა შევსებული.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდია მოლოდინი „ფაიზერის ვაქცინის მიმართ და რამდენად მზადაა მოსახლეობა, სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.






















