16:39 | 2020-04-18 ავტორი: Prime Time

ფანჯრებში დავანთოთ სანთლები, დავრჩეთ სახლში! – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

ფანჯრებში დავანთოთ სანთლები, დავრჩეთ სახლში! – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

კორონავირუსის პანდემიის თავიდან ასაცილებლად, უკვე ერთი თვეა, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა.

 

ხელისუფლების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, თბილისის მერია, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„მოგესალმებით, მეგობრებო!

დღეს ჩვენ აღმოვჩდით ურთულესი განსაცდელის წინაშე!
ერი და ბერი ებრძვის უჩინარ მტერს, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო.
ყოველი დღე ახალი ბრძოლაა, ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს ყველამ ერთად დავანთოთ სანთლები ჩვენს ფანჯრებში და ვახაროთ ერთმანეთს – ქრისტე აღსდგა!

 

დარჩი სახლში!
ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის!” – ნათქვამია ფეისუბუქ-ღონისძიების ავტორთა განცხადებაში.

 

ავტორი: Prime Time

X