
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი შეადგინა.
ფარმაცევტული ნივთები და მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ძვირფასი ლითონი, ფეხსაცმელი და სამედიცინო მომსახურება საკმაოდ მაღალი პროცენტით არის გაძვირებული.
მომატებული ფასებით მომსახურებები და პროდუქტები პროცენტულ წილში ასე გამოიყურება:
მზესუმზირის ზეთი – 76,64%-ით;
თერმომეტრი – 68,35%-ით;
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 38,51%-ით;
საშინაო ფეხსაცმელი კაცის – 34,64%-ით;
წიწიბურა – 32,22%-ით; ლურსმანი – 31,88%-ით;
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 30,83%-ით;
ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები – 28,26%-ით.






















