09:47 | 2020-05-31 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ფაშინიანი: მივესალმებით საქართველოს მზაობას, დაგვეხმაროს, თუმცა იმედია, ამის საჭიროება არ იქნება

ფაშინიანი: მივესალმებით საქართველოს მზაობას, დაგვეხმაროს, თუმცა იმედია, ამის საჭიროება არ იქნება

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველო სომხეთისთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ურთიერთობას კიდევ უფრო ათბობს.

 

„ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით.

 

ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს, თუმცა იმედი გვაქვს, ამის საჭიროება არ იქნება. ორივე ქვეყანა მზად უნდა იყოს, ერთმანეთს დაეხმაროს.

 

„აბიტურიენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ!“ - ასე გადაწყდა სომხეთში... რა გამოცდილება აქვს საქართველოს
2020-05-02„აბიტურიენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ!“ - ასე გადაწყდა სომხეთში... რა გამოცდილება აქვს საქართველოს

 

2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი საქართველოს 30 000 ვაქცინით დაეხმარა. ეპიდემია არის ჩვენი საერთო დღის წესრიგის საკითხი. ეს საერთო საფრთხეა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X