
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანიანის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში სომხეთს ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.
„ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ შეზღუდვებს კატასტროფულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ. სახელმწიფოს ამოუწურავი შესაძლებლობები არ აქვს. შესაძლებელია ქვეყანა ისეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რომლის გადალახვაც დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მოხერხდება“, – აცხადებს ფაშინიანმა.
ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, დაღუპულია 158 და გამოჯანმრთელებულია 3427 ადამიანი.
























