
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გახანგრძლივდება.
„ხვალ, 12 ივნისს მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის ინფიცირების 14 669 შემთხვევა დადასტურდა, 5 466 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 245 კი გარდაიცვალა.























