16:59 | 2021-05-09 ავტორი: Prime Time

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, ნინო ქავთარაძემ და დავით რეხვიაშვილმა დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას.

 

რუსთავში, ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი და მათთან გათანაბრებული სტატუსის მქონე, ოცდაორი ეგრეთწოდებული ოცდაექვსიანელი ცხოვრობს.

 

9 მაისს ტრადიციულად, თითოეულმა მათგანმა, რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო მიიღო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X