15:34 | 2021-11-17 ავტორი: Prime Time

ფაუჩი: თუ ვაქცინაციის დონე აიწევს, მომავალ წელს, შესაძლოა, კორონავირუსი ენდემურ დაავადებად იქცეს

ფაუჩი: თუ ვაქცინაციის დონე აიწევს, მომავალ წელს, შესაძლოა, კორონავირუსი ენდემურ დაავადებად იქცეს

თუ ვაქცინაციის დონე აიწევს, მომავალ წელს, შესაძლოა, კორონავირუსი ენდემურ დაავადებად იქცეს,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

 

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

ენტონი ფაუჩის თქმით, ამ მიზნის მისაღევად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„თუ გვსურს, რომ კორონავირუსი ენდემური გახდეს, ინფიცირების იმდენად დაბალი დონე უნდა გვქონდეს, რომ მას არ ჰქონდეს გავლენა საზოგადოებაზე, ცხოვრებასა და ეკონომიკაზე. ადამიანები მაინც დაინფიცირდებიან და საავადმყოფოებშიც მოხვდებიან, მაგრამ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის დონე იმდენად დაბალი იქნება, რომ ჩვენ ამაზე მუდმივად ფიქრი აღარ მოგვიწევს და ჩვენს საქმიანობაზეც გავლენას აღარ მოახდენს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

 

ფაუჩი მიიჩნევს, რომ თუ აშშ ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, ქვეყანამ ვირუსის გაკონტროლება 2022 წლის გაზაფხულისთვის შეიძლება მოახერხოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

VIDEO: „ნუ მიკივიხარ, წყალი დაალევინეთ“ – გინება და მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალა

 

რას აკეთებდით მაშინ, როდესაც ცოტნე გამსახურდია შიმშილობდა – წამყვანის კითხვა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს

 

VIDEO: „ინგამ მომაკვდავი თვალებით გადმომხედა და ბავშვებზე შემეკითხა“ –  ბათუმის ტრაგედიის სულისშემძვრელი ამბავი

 

რამდენი ადამიანი აიცრა 200-ლარიანი დანამატის პროგრამის ამოქმედების შემდეგ

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

ავტორი: Prime Time

X