
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი განცხადების თანახმად, ჩინეთი იმ ორგანიზაციებზე კიბერშეტევების განხორციელების უკან დგას, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნით არიან დაკავებულნი.
The #FBI and @CISAgov have observed PRC-affiliated actors attempting to obtain public health research related to #COVID19 treatments. The potential theft of this information jeopardizes the delivery of secure, effective, and efficient treatment options. https://t.co/rDphcshGHk
— FBI (@FBI) May 13, 2020
„გამოძიების ფედერალური ბიურო ჩინეთთან დაკავშირებულ პირებთან მიმართ გამოძიებას ატარებს. მათი მიზანი ამერიკული ორგანიზაციების მასალებზე არასანქცირებული წვდომის მიღება იყო.
ეს ორგანიზაციები კორონავირუსთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებს ატარებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესახებ მონაცემების მოპარვას შეეცადნენ.






















