10:41 | 2022-01-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

FDA-მ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა

FDA-მ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“  ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, მესამე დოზის გასაკეთებლად მეორე დოზიდან დასაშვები ინტერვალი ექვსი თვიდან ხუთ თვემდე შემცირდა.

 

სააგენტომ ასევე დასაშვები გახადა ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება სუსტი იმუნიტეტის მქონე 5-დან 11 წლის ასაკის ბავშვებში.

 

სააგენტომ ეს გადაწყვეტილებები „ომიკრონის“ ვარიანტის სწრაფად გავრცელების ფონზე მიიღო.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X