
აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ პრეპარატ სოტროვიმაბს კორონავირუსის სამკურნალოდ ავტორიზაცია მიანიჭა.
არსებული ინფორმაციით, მედიკამენტი მუშაობს კორონავირუსის სხვადასხვა სახეცვლილების: ე.წ. ბრიტანული, ინდური, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური შტამების წინააღმდეგ.
წამლის გვერდითი ეფექტები კი, მოიცავს ანაფილაქსიას, გამონაყარს და დიარეას.






















