
ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. კომპანიის განცხადებით, მარტში 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალეს, რომელთა შორის საქართველოც მოხდა. ინფრომაციას on.ge-ი ავრცელებს.
სოციალური ქსელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულ მარშის წევრებთან და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ქსელი ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის ანგარიშის შემდეგ აღმოაჩინეს.
DFRLab-ის ინფორმაციით, ქსელში 70 აქტივი იყო ჩართული, ისინი პოზიციონირებდნენ, როგორც გასართობი და სავაჭრო პლატფორმები. ქსელში შედიოდა: 24 Facebook გვერდი, 12 ჯგუფი, 23 პირადი ანგარიში და 11 ინსტაგრამ პროფილი.
ორგანიზაცია Facebook–ის სპიკერის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქსელში ჩართული პირები ვინაობის და კოორდინირებული ქმედების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა მათი იდენტიფიცირება მაინც მოხერხდა.






















