
აჭარაში, ხინოს ხეობაში ორ ახალგაზრდას ეძებენ.
უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა 112-ში თავად დარეკეს და გზის აბნევის შესახებ განაცხადეს. ერთერთ მათგანს ქვედა კიდურის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც დაკარგულები ხევში გაჩერდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულმა გოგონამ, ოჯახის წევრს დაურეკა და აცნობა, რომ მას ქვედა კიდური დაუზიანდა და ადგილსამყოფელის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა მითითებულ ადგილას მაშველებს გოგონები არ დახვდნენ.
ასევე წაიკითხეთ:























