18:59 | 2021-08-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძე აიცრა – ფოტო

ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძე აიცრა – ფოტო

ალექსანდრა პაიჭაძე ფეხმძიმობის 25-ე კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ინფორმაცია მოდელმა სოციალურ ქსელში თავად გააავრცელა და შესაბამისი ფოტო ატვირთა შემდეგი წარწერით:

 

„ორსულებმა აუცილებლად უნდა აიცრანო. მეც ავიცერი. ჩემი ნდობა სამედიცინო და სამეცნიერო სფეროს და მიღწევების მიმართ ძალიან, ძალიან მაღალია. იმედია თქვენიც.

 

ახლა უფრო მშვიდად ვიქნებით მე და ჩემი გოგონა. ჯანმრთელობაში, სიყვარულში და სიკეთეში“, – წერს პაიჭაძე.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ალექსანდრა პაიჭაძე პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ ორსულადაა და მალე გოგონას დედა გახდება.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X