23:45 | 2020-08-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

საქართველოში დღეს გლოვის დღეა

დღეს, საქართველო 17 გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობს. სწორედ ამიტომ, 25 აგვისტო სახელმწიფომ გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

სრულიად საქართველოს მწუხარება შატილში ფერადი გოგო-ბიჭების ტრაგიკულად დაღუპვას უკავშირდება.

 

პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს - რას წერს ილია II გარდაცვლილთა ოჯახებს
2020-08-24პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს - რას წერს ილია II გარდაცვლილთა ოჯახებს

 

ცნობილი და იდუმალი შატილის მონახულება გადაწყვიტეს ახალგაზრდებმა, ბევრი არ უფიქრიათ – ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას მიმართეს და დედაქალაქიდან გეზი ანატორის აკლდამებისკენ აიღეს…

 

შავი ჭირისგან ამოწყვეტილ სოფელს ფერადი გოგო-ბიჭები შეუერთდნენ, 20-დან 17 შატილის გზაზე, 80 მეტრიან ხეობას მიებარნენ

 

ახლა, საქართველო 17 დაღუპულს გლოვობს, 17 სულს იხსენიებს და სამის გადარჩენისთვის ლოცულობს…

 

25 აგვისტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გლოვის დღეა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X