14:43 | 2021-05-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ფერმა, სადაც სისხლიან გარჩევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, ყოფილი დეპუტატის საკუთრებაა – ნახეთ, ვინ არის ის

ფერმა, სადაც სისხლიან გარჩევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, ყოფილი დეპუტატის საკუთრებაა – ნახეთ, ვინ არის ის

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ასპინძაში მწყემსებს შორის სისხლიანი გარჩევა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, რამაზ თედორაძის კუთვნილ ფერმაში მოხდა.

 

37 წლის მამაკაცს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული – 1961 წელს დაბადებული ვ.კ პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე მწყემსს – 1983 წელს დაბადებულ ს.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მწყემსი მომხდარიდან მალევე, ასპინძის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

ორი მცირეწლოვანი შვილის დედა მძიმე სენს ებრძოდა და დამარცხდა - ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
2021-05-10ორი მცირეწლოვანი შვილის დედა მძიმე სენს ებრძოდა და დამარცხდა - ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

 

ცნობისთვის: რამაზ თედორაძე, რომლის ოჯახის კუთვნილ ფერმაშიც მოხდა მკვლელობა, 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ასპინძის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია“.

 

2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X