
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ FIFA-ს აღმასრულებელმა კომისიამ ქრთამი აიღო იმაში, რომ კატარის ნაცვლად, ხმა მიეცა რუსეთისთვის, იმისათვის, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში ჩატარებულიყო.
ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტრინიდადი და ტობაგოს წარმომადგენელმა FIFA-ში, ჯეკ უორნერნა, 2010 წლის ნოემბერში და 2011 წლის აპრილში მიიღო 5 მილიონი დოლარი, რათა ხმა მიეცა რუსეთის სასარგებლოდ.
როგორც პროკურატურა მიიჩნევს, ქრთამი ყალბი კომპანიების გზით გადაიგზავნა, რომელიც დარეგისტრირებულია კვიპროსზე და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე.
აღმასრულებელი კომისიის კიდევ ერთ წევრს რაფაელ სალგეროს 1 მილიონ დოლარს დაჰპირდნენ. მიიღო თუ არა მან თანხა, უცნობია,
აშშ უკვე რამდენიმე წელია იძიებს FIFA-ს კორუფციულ საქმეებს. 2015 წელს, ვაშინგტონის მოთხოვნით შვეიცარიაში დააკავეს ფედერაციის მაღალჩინოსნები, მათ შორის ჯეკ უორნერი.
სკანდალის ფონზე, თანამდებობა დატოვა FIFA-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.






















